გია ჟორჟოლიანი: არავინ ელოდება, მარგველაშვილი როდის დაასახელებს თავის კანდიდატურას

„არავინ ელოდება, მარგველაშვილი როდის დაასახელებს თავის კანდიდატურას“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი და დასძენს, რომ „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს უახლოეს ხანებში დაასახელებს.

„უმრავლესობის ფარგლებში, ამ საკითხზე არავითარი მსჯელობა არ ყოფილა და არავინ ელოდება, მარგველაშვილი როდის დაასახელებს თავის კანდიდატურას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, არა მგონია, ხელმძღვანელობა ამაზე მსჯელობდეს და ელოდებოდეს. რამდენადაც ვიცი, „ქართული ოცნება“ უახლოეს ხანებში აპირებს, კანდიდატი დაასახელოს და მე მგონი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს აქვს უპირატესობა“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასაც” და ოპოზიციასაც, თავისი გადაწყვეტილების გაუხმაურებლობით, დიდ სამსახურს უწევს.

“კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ „ქართული ოცნება“ სუსტ კანდიდატს დაასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები