გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე: “ქართულ ოცნებას” აწყობს, ჩემგან მოისმინოს, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას

საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემ მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ვეხმარები როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა პროექტის „დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე“ ფარგლებში იმართება.
„დღეს მთავარი კითხვის ნიშანია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური. პასუხის არგაცემით მე დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება“ კანდიდატს – იმიტომ, რომ არ იციან, როგორი კანდიდატი დაასახელონ. მათ აწყობთ, ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი, რბილი იქნება კანდიდატი, ის არავის არ შეეპასუხება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. შეიძლება ისეთ შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ასეთ კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან და ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, ღირსეული იპოვონ თავის რიგებში, ისეთი, როგორიც მოიგებს თუ წააგებს, ღირსებით იქნება სავსე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის არჩევნების შედეგად გახდა. ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები