მდინარაძე ჭიჭინაძეზე: გაასაჩივროს და დეტალურად გაიგებს, ვინ არის მომხრე მისი გარიცხვის და ვინ მოწინააღმდეგე

დარჩება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში დავით ჭიჭინაძე ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის ფარგლებში გაიმართება.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
ამასთან, მდინარაძის თქმით, პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება სამდივნომ მიიღო და დავით ჭიჭინაძეს შეუძლია, პოლიტსაბჭოს ფორმატში გაასაჩივროს.
“გაასაჩივროს და დეტალურად გაიგებს, ვინ არის მომხრე მისი გარიცხვის და ვინ მოწინააღმდეგე, მათ შორის გაიგებს, პარტიის თავმჯდომარის პოზიციასაც. ფრაქციიდან გარიცხვა ავტომატურად ხდება, როცა პირი პარტიიდან გარიცხულია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება 2 დღის წინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები