არჩილ თალაკვაძე: სკოლამ მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს და ეს პედაგოგების ხელფასებზე გარანტირებულად, დამატებით უნდა აისახოს

თუ ჩვენ გვინდა, რომ ახალმა თაობამ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოიყენოს, გთავაზობთ, საჯარო სკოლებს საბაზისო, ვაუჩერულ დაფინანსებასთან ერთად, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შევთავაზოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეტი შედეგისთვის სკოლამ მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს და ეს პედაგოგების ხელფასებზე გარანტირებულად, დამატებით უნდა აისახოს.
„ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ზოგავს ყველანაირ ხარჯს და შვილები კერძო სკოლაში მიჰყავს. რატომ? იმიტომ, რომ კერძო სკოლა დღეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანია, უფრო მეტის გაკეთება უწევს შედეგი რომ გააუმჯობესოს და პედაგოგებს მეტი გადაუხადოს, შექმნას მეტი მოტივაცია. თუ ჩვენ გვინდა, რომ ახალმა თაობამ საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამოიყენოს, გთავაზობთ, საჯარო სკოლებს საბაზისო, ვაუჩერულ დაფინანსებასთან ერთად -რომელიც მომავალში, თავის მხრივ, უნდა გაიზარდოს, შედეგზე მორგებული დაფინანსების მოდელიც შევთავაზოთ. მეტი მეტისთვის – მეტი შედეგისთვის სკოლამ მეტი დაფინანსება უნდა მიიღოს და ეს პედაგოგების ხელფასებზე გარანტირებულად, დამატებით უნდა აისახოს. წარმატებული მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში, კლასგარეშე აქტივობებში და პროგრამებში, შემდეგ ეტაპებზე კარგ შედეგს აჩვენებს, დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს სკოლებისთვის. სკოლებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დავამუშაოთ შედეგების შეფასების პროცესი და სისტემა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები