ანრი ოხანაშვილი: ცრუ ჩვენების დადგენა მარტივი საკითხი არაა, ამას ინტენსიური მუშაობა სჭირდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შს სამინისტროს მუშაობას დადებითად აფასებს. მისივე თქმით, ცრუ ჩვენების დადგენა მარტივი საკითხი არაა და ამ ყველაფერს შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სჭირდება.
„ფაქტია, რომ შსს-მ იმუშავა ძალიან ინტენსიურად იმისათვის, რათა შეეგროვებინა ყველა მტკიცებულება, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისთვის ბრალის წასაყენებლად. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოითხოვს უფრო მაღალ სტანდარტს, შესაბამისად, ის რომ, ეს ბრალი წაეყენოს, უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა და ამას სჭირდებოდა ინტენსიური მუშაობა. ცრუ ჩვენების დადგენა არ არის მარტივი საკითხი, ამ ყველაფერს სჭირდება შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ფაქტია, რომ არსებობს ამ საქმეში. მე დეტალებს არ ვიცნობ, კონკრეტულად, რომელ ჩვენებებზეა საუბარი, თუმცა, როდესაც ხდება პირისთვის ბრალის წაყენება, ამისთვის საჭიროა შეჯერებული მტკიცებულებები.
ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი კომისიის ფარგლებში მუშაობა ანალიზზე დაფუძნებით. მომდევნო კვირას ვასრულებთ იმ ძირითადი მოწმეების გამოკითხვებს, რომლებიც ფიგურირებენ ამ საქმეში, ამის შემდგომ გვექნება შესაძლებლობა შევაჯეროთ ჩვენებები და თუ მივალთ დასკვნამდე, რომ არსებობს ეჭვები იმის შესახებ, რომ აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ პირთან მიმართებაში, მაშინ შესაძლოა, გავცეთ რეკომენდაცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები