ადვოკატი: გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ სთხოვა, მათი საუბარი, მათ შორის დარჩენილიყო

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დ.ღ. ფიქრობს, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ზაზა სარალძესთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თავად მისი თხოვნა იყო, რომ საუბარი მათ შორის დარჩენილიყო. „იმ ნაწილში, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრა ნამდვილად შედგა ამას არ უარყოფს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა ის ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ მას სთხოვა, მათ შორის საუბარი, მათ შორისვე დარჩენილიყო, რაც გაითვალისწინა და სასამართლოსთვის არ მოუხსენებია ამის თაობაზე. თუმცა ის ფიქრობს, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ყოფილა ამ შეხვედრაზე, რომლის გაუმჟღავნებლობაც ვინმეს დააზარალებდა“, – განაცხადა მარიამ პაპოშვილმა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ-ს დღეს ბრალი წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები