თურქული მედია: სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და შვილები დააკავეს

თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ცოლი სედა დუდურკაევა და მისი შვილები დააკავეს.
ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah წერს.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, სედა დუდურკაევა ყოფილი ჩეჩენი მაღალჩინოსნის ასუ დუდურკაევის შვილია. სედა დუდურკაევა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების გამოა დაკავებული.
Daily Sabah -ის ცნობით, სედა დუდურკაევა და კიდევ ოთხი პირი 4 ივლისს დააკავეს, მათ შორის ორი თარხან ბათირაშვილის შვილია.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი,2016 წელს ერაყში მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები