თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მთავარი ორიენტირი ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შემდეგ პრიორირიტეტებზე გაამახვილა ყურადღება: აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა, განათლების სფეროს გაძლიერება, ბუნებრივი რესურსების მართვა და მწვანე ინდუსტრიები.
გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძემ სხვადასხვა ინოვაციური პროგრამების განხორციელებაზე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე, ღია მართველობის პრინციპებსა და მართვის ეფექტიანობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი.
“ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ადამიანი და მისი ღირსეული ცხოვრება იქნება ჩვენი მთავარი ორიენტირი, იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი ღირსეულად გაართმევს თავს რეგიონში არსებულ გამოწვევებს და გაამართლებს მოსახლეობის ნდობას. მაღალი კომპეტენციის ფარგლებში, გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვით შევქმნით: ადამიანზე ორიენტირებულ ღია მმართველობას, სადაც დაცული იქნება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, შევქმნით ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების პირობებს, ჩვენი უმთავრესი პრინციპი რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ბიზნეს იდეის მხარდაჭერა და მეორეს მხრივ ამ სფეროში სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე პრიციპების კიდევ უფრო ეფექტურად გატარება იქნება, რეგიონის პოტენციის სრული გამოყენებით და ტურიზმის გამრავალფეროვნებით აჭარა წელიწადის ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი გახდება, მაღალმთიანი აჭარა, სოფლის განვითარების ხელშეწყობა იქნება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი. მთას აქვს განვითარების დიდი რესურსი და ჩვენ უზრუნველვყოფთ მის ეფექტურ ათვისებას, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობით ჩვენ შევქმნით ნიჭსა და შრომაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდებს რეალიზების საშუალება მიეცემათ. მოხდება მათი ინოვაციური იდეების, ენერგიის კონსოლიდაცია რეგიონის და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ერთობლივი მუშაობის შედეგად, აჭარა კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვება, აჭარის მთავრობის შემადგენლობის საკითხს განიხილავენ. სხდომას ესწრებიან აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატები: ინგა შამილიშვილი, ზაალ მიქელაძე, ტიტე აროშიძე და ჯაბა ფუტკარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები