თამარ ჩუგოშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ იცოდა

პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმირებული იყო.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პარტიის წევრის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე საუბარი იყოს პარტიის თავმჯდომარის გარეშე?“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის განმარტებით, ჭიჭინაძის განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობაში არაჯანსაღ გარემოს ქმნიდა უმრავლესობის შიგნით და, შესაბამისად, პარტიის სამდივნომ მიიღო მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება.

დავით ჭიჭინაძე მმართველი პარტიიდან დღეს გარიცხეს. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.

ამასთან, პარლამენტარმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მისამართით.

თავად დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მის მგავსად, ქართული ოცნებიდან ბევრს გარიცხავენ, რადგან პარტიის ხელმძღვანელობას დასჯის მექანიზმად ეს ფორმა მიაჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები