“ქართული ოცნებიდან” გარიცხვის შემდეგ დავით ჭიჭინაძემ პირველი კომენტარი გააკეთა-“ქართული ოცნებიდან” ბევრს გარიცხავენ

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მის მგავსად, ქართული ოცნებიდან ბევრს გარიცხავენ, რადგან პარტიის ხელმძღვანელობას დასჯის მექანიზმად ეს ფორმა მიაჩნია.
ჭიჭინაძე განმარტავს, რომ პარტიაში გრძნობდნენ, ვის მიმართაც შემდეგი გალაშქრება მოუწევდა და პარტიიდან მის გარიცხვას ხელი სასწრაფოდ ამიტომ მოაწერეს.

“თუ ვინმეს სიმართლე არ მოსწონს და მხოლოდ შელამაზებული ამბები მოსწონს, ასეთი ბევრი პარტია მყავს ნანახი, ბევრი გამქრალა კიდეც. ქართველი ხალხის „ქართული ოცნება“ რჩება და მე მათთან ერთად ვრჩები. თუ პარტიული დისციპლინა ირაკლი კობახიძეა, მისი უღირსი განცხადებები გაიხსენონ, რომელიც დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც პარლამენტარიზმისთვის შეურაცხმყოფელია. ყველა იმ საშიშროებას გრძნობდა, ვის მიმართაც შემდეგი გალაშქრება მიმიწევდა და ხელი სასწრაფოდ მოაწერეს. ვინც ხელს აწერს, მათ მიმართ კითხვები არსებობს”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ კოალიციაში ბევრი პარტიაა და დროებით რომელი მათგანში გადავა. ცოტა ხნის წინ ის პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმაც“ მიიწვია.

„ჩემს ამომრჩეველს მოვთხოვ, რომ დაანახოს, ესენი რას წარმოადგენენ. პარტიიდან კი არა, საზოგადოებიდან გარიცხვა როგორ უნდა, მაგათ ვაჩვენებ. ამაში ჩვენი საზოგადოება დამეხმარება. ბევრს მიადგებიან, ალბათ, გონიათ, რომ დასჯის მექანიზმი ესაა. დეპუტატს რა თავისუფლებაც სჭირდება, ის მომანიჭეს. ვისთანაც პიროვნული ურთიერთობა მაქვს, არ მგონია, ამის გაფუჭება შეძლონ”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.

ამასთან, პარლამენტარმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები