გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ ქვეყნის შს მინისტრის, ზეეჰოფერის მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს, ტუნისის, მაროკოსა და ალჟირის უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადებას ითვალისწინებს.

გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ კანონის ამოქმედება ჩამოთვლილი ქვეყნებიდან მიგრანტების თავშესაფრის განაცხადების დამუშავების პროცესს დააჩქარებს და აღნიშნული ქვეყნებიდან მიგრაციულ ნაკადს შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებიდან, მხოლოდ 0,6 პროცენტი დაკმაყოფილდა, ალჟირი მოქალაქეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2 პროცენტს შეადგენს, მაროკოს – 4,1 პროცენტს, ტუნისის კი – 2,7 პროცენტს. აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად ბუნდესტაგს გადაეგზავნება.

ცნობისათვის, 2014 წლის სექტემბერში გერმანიამ უსაფრთხო ქვეყნების სიაში სერბეთი, მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა შეიყვანა. მოგვიანებით კი, სიას ალბანეთი, კოსოვო და მონტენეგრო დაემატნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები