„გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ მწვანე სივრცეში მიმდინარე მშენებლობა შეჩერებულია და მალე დაიწყება მისი დემონტაჟი”

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მწვანე სივრცეში მიმდინარე მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული მშენებლობა შეჩერებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი დემონტაჟი.

“დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მწვანე სივრცეში სპორტული მაღაზიის მშენებლობა შეჩერებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი დემონტაჟი.
მიუხედავად იმისა, რომ არც მე და არც ჩვენს გუნდს, ახალი სავაჭრო ობიექტების განთავსების და ზოგადად, ბიზნესაქტივობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ არ დავუშვებ რეკრეაციულ სივრცეებში მშენებლობების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ მშენებარე ნაგებობის დემონტაჟი და პროექტის დეველოპერებთან ურთიერთობას თავად მერია დაარეგულირებს”, -აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები