“ხორავას საქმის” მოწმე, კონფლიქტში ჩაურევლობის მიზეზად ბავშვობაში მომხდარ ინციდენტს ასახელებს

ადრეც, ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა, კარგად მივიღე ცხვირ-პირში და ამის მერე ვცდილობ, არასდროს ჩავერიო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილმა განაცხადა.
ნიკოლოზ იორდანაშვილი შემთხვევის დროს ხორავას ქუჩაზე იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა.
„ადრეც, ბიჭობაშიც მქონდა ის მომენტი, რომ ჩხუბობდნენ და გაშველება მინდოდა და კარგად მივიღე ცხვირ-პირში და იმის მერე ვცდილობ, რომ არასდროს ჩავერიო. ეს ამბავი, ალბათ 90-იან წლებში მოხდა. ერთხელ დავიყვირე მხოლოდ როგორც მახსოვს, ნუ ჩხუბობთო. თუმცა ეს ზუსტად არ მახსოვს. რაც შეეხება სიგნალს, ის გაფუჭებული მაქვს. ჩემს წინ უცებ წამებში გამეხსნა გზა. როდესაც გზა გამეხსნა მაშინვე დავიწყე გამოსვლა. დავინახე, რომ გაიფანტნენ ბავშვები. ჩხუბი რომ დაიწყო მალევე გაიხსნა გზა. როდესაც ეზოდან გამოვედი, ეზოში ბავშვები კიდევ იყვნენ. ეზოს შესასვლელს კეტავდა მანქანაც. ვიკითხე ვისი იყო ეს მანქანა, ბიჭი მოვიდა და ჩაჯდა. ამ დროს გამორბოდნენ „არკიდან“ ბიჭები. ამ დროს ჩემი მანქანა ნახევრად გარეთ იყო, ნახევრად კვლავ – „არკაში“. ბავშვებმა გვერდზე ჩამირბინეს, თუმცა არ მახსოვს მათი აღწერილობა. ყურადღება იქითკენ მქონდა, რომ მანქანა გამეყვანა.უკან არ გამიხედავს“, – განაცხადა ნიკოლოზ იორდანაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მანამდე ეზოში შესვლისას ბავშვები დაინახა, ცოტა ხანში კი ადგილზე ჩხუბი დაიწყო, თუმცა დანა არ დაუნახავს.
„მანქანით როდესაც ეზოში შევედი, ბავშვები დავინახე, რას აკეთებდნენ, არ მახსოვს, მაგრამ წყნარად იყვნენ. ცოტახანში ეზოში კიდევ სხვა ბავშვები შემოვიდნენ. ვიღაც უნდა ჩამოსულიყო ჩემთან და მე ეზოში ველოდებოდი. ტელეფონი მეჭირა. ამის შემდეგ ჩოჩქოლი გავიგე და უცებ, რამდენიმე ადგილზე ჩხუბი დაიწყო. ორი ბავშვი ჩხუბობდა ჩემი მანქანის მარჯვენა წინა კართან. ჩხუბი ხდებოდა თუ არა ფარდულთან, არ მახსოვს. არ გამიხედავს, ვერ ვიხსენებ თუ ვინმე მეფარებოდა. ჩვეულებრივი ჩხუბი იყო. ჯოხი არ დამინახავს. მარჯვნივ და მარცხნივ ერთი ერთზე ჩხუბობდნენ. წინ უფრო მეტნი იყვნენ და წაქცეული არავინ მინახავს. ბიჭების აღწერილობა არ მახსოვს. ამ დროს ფანჯარა ჩემს მხარეს ოდნავ ჩაწეული მქონდა. მხედველობის პრობლემა, ასტიგმატიზმი მაქვს. ცოტა ემოციურად ვიყავი, ადამიანი ვარ მაინც და გინდა, რომ რამე გააკეთო. არაფერი მინახავს ისეთი, არც დანა დამინახავს“, – განაცხადა იორდანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები