“პრემიერს საშუალება ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში გვაქვს”

„აღსანიშნავია, რომ სამიტის დასრულებიდან ერთი კვირაც არ არის გასული და ქართული მხარე უკვე იწყებს კონკრეტული ნაბიჯების და წინადადებების შემუშავებას ალიანსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში უფრო მეტი წინგადაგმული ნაბიჯის მისაღწევად”,- ამის შესახებ საქართველოს წარმომადგენელმა ნატო-ში, ალექსანდრე მაისურაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს დღეს ეწვევა. ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი, სწორედ, ბრიუსელში იმართება.
„ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი ბრიუსელში იმართება. დაგეგმილია შეხვედრები, როგორც ნატო-ს შტაბბინაში, ისე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან მაღლ დონეზე. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება ნატო-ს გენერალურ მდივანთან განიხილოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში”,- განაცხადა ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები