„მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში“

„მე არ ჩამიტარებია გამოძიება, არ დამიწყია არც პროექტების და მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროში“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში მისი წინამორბედის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის კომენტირებისას, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა პროექტებთან დაკავშირებით გაუჩნდა მას კითხვები ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

“პარლამენტშიც გავეცი ამ კითხვებზე პასუხი. ჩემი ამოცანა არ არის გამოძიების ჩატარება, არც ჩამიტარებია და არც დამიწყია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი გუნდი ვმუშაობთ პირველ რიგში იმაზე, რომ ყველა ის პრoექტი, რომელიც დაწყებულია, სწრაფად, წარმატებულად და ხარისხიანად დავასრულოთ“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, არ იცის, როდის იყვნენ ალავიძე და ქუმსიშვილი პროკურატურაში დაბარებული და აღნიშნული ინფორმაცია გუშინ მედიით შეიტყო.

“სამწუხაროდ, მე არ ვიცი როდის იყო დაბარებული და გუშინ, თქვენთან ერთად ვნახე კომენტარები, რაც გაკეთდა. კითხვების დასმის უფლება და საშუალება ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს აქვს. შესაბამისად, ეს იქნება პოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე, პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ რიგითი საჯარო მოხელე, ყველანი ვალდებული ვართ, კანონის მიხედვით გავცეთ ამ კითხვებს პასუხი”,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები