ირაკლი კობახიძე: თუ არის კითხვები, ეს კითხვები დაისმება და ამ კითხვებს პასუხი გაეცემა

„მე დღეს მედიით გავიგე ამის შესახებ, როგორც ჩანს, აქვს გარკვეული კითხვები სამართალდამცავ ორგანოებს, ეს არის მათი პრეროგატივა და ჩვენ, პარლამენტი, ვერ ჩავერევით მათ კომპეტენციაში”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „თუ არის კითხვები, ეს კითხვები დაისმება და ამ კითხვებს პასუხი გაეცემა”.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებასაც იმის შესახებ, რომ ყოფილი მინისტრების დაბარება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ დევნას უკავშირდება.

„ყველაფერი მოხდება საჯაროდ და საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია ყველაფერზე, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით კითხვის ნიშნები არ გაჩნდება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები