“მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს” – რას აცხადებს ზურაბ ალავიძე პროკურატურაში დაკითხვასთან დაკავშირებით

ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, მთავარ პროკურატურაში დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი განმარტებით, უწყებაში შეკითხვები ეხებოდა ტენდერებსა და შესყიდვებს.

„ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს.
გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს”, – აცხადებს ალავიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები