ფინეთის პრემიერი: 1500 ჟურნალისტის ჩასვლა გაცილებით იაფი დაჯდა, ვიდრე ტრამპის და პუტინის შეხვედრა

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზების ხარჯები ფინეთის მთავრობამ სრულად დაფარა.

ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუჰა სიპილამ ადგილობრივ მედიასთან განაცხადა.
„საზღვარგარეთ ფინეთის იმიჯის გაუმჯობესების შედეგს თუ გავითვალისწინებთ, მთავრობას ჰელსინკიში 1500 ჟურნალისტის ჩასვლა გაცილებით იაფი დაუჯდა”, – განაცხადა სიპილამ.

მთავრობის პირველ პირს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ორი მსოფლიო ლიდერის სწორედ მათ ქვეყანაში შეხვედრა ფინეთის რეპუტაციაზე პოზიტიურად აისახა.

„პრეზიდენტები შეხვედრით და ჩვენი მასპინძლობით კმაყოფილები ჩანდნენ”, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრისთვის ჰელსინკიში უკიდურესად გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა ჰელსინკიში 16 ივლისს გაიმართა.

მსოფლიოს ლიდერები ერთმანეთს ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა, პირისპირ ესაუბრებოდნენ, შემდეგ კი მათ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გააგრძელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები