შოლცსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 2 წლის შემდეგ პირველად შედგა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თითქმის 2 წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა ვლადიმერ პუტინს.

გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი, რომლის შესახებაც მხარეებს ოფიციალურად არ განუცხადებიათ, დიდი მომზადების შემდეგ შედგა და 1 საათს გაგრძელდა. საუბრის დეტალების შესახებ არც მოსკოვში, არც ბერლინში ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, შოლცსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის 2 დეკემბერს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები