თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მალატიაში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დოღანშეჰირის რაიონი იყო, თუმცა ბიძგები მიმდებარე პროვინციებშიც იგრძნობოდა.
მალატიის გუბერნატორის განცხადებით, მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, მას მსხვერპლი ან სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია.