ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტის შენობა ჩუმად დატოვა – აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შენობა დაცვის თანხლებით დატოვა.
მომიტინგეებთან მოლაპარაკებას ეცადა ე.წ. აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი. მედიის ინფორმაციით ე.წ. სამართალდამცველი პირების ნაწილი აქციის მონაწილეების მხარეს გადმოვიდა.
ამ დროისთვის, “უსაფრთხოების ძალები” აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ. აქცია ამ დრომდე გრძელდება.