“გუშინ სააპელაციო სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და, სწორედ ამიტომ, ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით დღეს დილით ჩანიშნა შემაჯამებელი სხდომა” – ნათია იოსელიანი

“გუშინ სააპელაციო სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და, სწორედ ამიტომ, ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით დღეს დილით ჩანიშნა შემაჯამებელი სხდომა”, – ამის შესახებ  „ქრონიკაში“ საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

„ცესკო შემაჯამებელ სხდომას მართავს და აჯამებს შედეგებს საოლქო და საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ოქმებზე დაფუძნებით, კენჭის ყრის დღიდან არაუგვიანეს 26 დღისა. უკიდურესი ვადა იყო 21 ნოემბერი. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ იქამდე ვერ გაიმართება შემაჯამებელი სხდომა, სანამ საერთო სასამართლოებში არ დასრულდება საბოლოოდ საარჩევნო საჩივრების განხილვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სააპელაციო სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და სწორედ ამიტომ, ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით დღეს დილით ჩანიშნა შემაჯამებელი სხდომა“, – განმარტა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები