ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბული ვითარებაა – საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტში შეიჭრნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ე.წ. უშიშროების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი გადადო. სხდომაზე 21 “დეპუტატი” მივიდა, 13-მა სხდომის გაუქმებას მისცა ხმა, ოთხი წინააღმდეგი იყო, სამმა კი თავი შეიკავა. საკითხის განხილვა მომავალ კვირას გადაიდო.

„პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და „დეპუტატებმა“ „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.

„სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები