ვაჟა სირაძე: არაერთხელ განმარტა პოლიციამ, რომ არსებობს კანონი ამ ქვეყანაში და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს მას

“50 ადამიანი რომ გადადის გზაზე და ხელოვნურად კეტავს სხვადასხვა წერტილებში, არ შეიძლება”,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ოპოზიციის აქცია-მსვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

“პროპორციულად არის პოლიცია. არაერთხელ განმარტა პოლიციამ, რომ არსებობს კანონი ამ ქვეყანაში და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით, როცა ხალხის რაოდენობა არ არის იმდენი და სურთ, გზის შეფერხება მოახდინონ, შესაბამისად მოქმედებს პოლიცია. მოვუწოდეთ არაერთხელ, რის შემდგომაც გადავიყვანეთ გზიდან. 50 ადამიანი რომ გადადის გზაზე და ხელოვნურად კეტავს სხვადასხვა წერტილებში, არ შეიძლება“, – განაცხადა სირაძემ.

ცესკო-ში დღეს 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს, რის პარალელურადაც ცესკო-ს შენობასთან აქცია მიმდინარეობდა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცესკო-დან აქცია-მსვლელობა დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები