“მინდა, ქალბატონ ეკა გიგაურს შევახსენო, რომ დემოკრატიულ ქვეყნები ცილისმწამებელთა წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრს სასჯელს ითვალისწინებს” – დავით ჩიხელიძე

“ცესკომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო, რაც, რა თქმა უნდა,  ოპოზიციისთვის მიუღებელი არის, ამ შემთხვევაში ვამბობ ოპოზიციას და მათთან ერთად ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელთაც აშკარად პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რამდენიმე ორგანიზაციამ შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა, რაც ცალსახად დროის ტყუილი ხარჯვა არის, რადგან რეალურად არ არსებობს ერთი ფაქტიც კი, რომელიც არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებს, სასამართლო არ არის, ის ორგანო რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღქმებს ეყრდნობა. ოპოზიციისგან მხოლოდ ვარაუდები და დაშვებები გვესმის, რაც მათ არასერიოზულობაზე მეტყველებს. ცესკოს მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმი, ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, რომელმაც ოპოზიციას მკვეთრი არა უთხრა და საკუთარი ადგილი მიუჩინა!

ეკა გიგაური უფრო შორს წავიდა, მან საგამოძიებო უწყებებს ცესკოს თავმჯდომარის, მოადგილის და რამდენიმე წევრის გამოკითხვისკენ მოუწოდა, ბოლოს კი დასძინა, რომ ეს ადამიანები დემოკრატიულ ქვეყნებში ციხეში იქნებოდნენ. ქალბატონო ეკა ეს ადამიანები ციხეში მიშას მმართველობის დროს იქნებოდნენ, რადგან დემოკრატიული ქვეყნები კანონით იმართება და არა პირადი მოსაზრებებით. მინდა, ქალბატონ ეკა გიგაურს შევახსენო, რომ დემოკრატიულ ქვეყნები ცილისმწამებელთა წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრს სასჯელს ითვალისწინებს, გაგიმართლათ საქართველოში რომ ცხოვრობთ და არა “დემორკატიულ დასავლეთში, რადგან იქ რომ ცხოვრობდეთ, ახლა ციხეში იქნებოდით”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები