“გიორგი ვაშაძე ჩვეულებრივი პროვოკატორია; მის სახეზე ეწერა, პროვოკატორულ განცხადებას ვაკეთებო” – ქადაგიშვილი

“გიორგი ვაშაძე ჩვეულებრივი პროვოკატორია; მის სახეზე ეწერა, პროვოკატორულ განცხადებას ვაკეთებო”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ სტუმრობისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა  განაცხადა, რითაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა: „ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადაც გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა“.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ისინი ამ პროვოკაციის მსხვერპლი თვითონ გახდებიან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სახელმწიფომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის სრული დაცვით უნდა იმოქმედონ. ამ შემთხვევაში, რაიმე გახედვა იქითკენ, რომ რას იტყვის დასავლეთი, დასავლეთმა ამ შემთხვევაში რამე კი არ უნდა თქვას, კეთილი ინებოს და იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც აქ ტრიბუნაზე იდგნენ და „მეიდანიზაციისკენ“ მოუწოდებდნენ ქართულ საზოგადოებას, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რაც დღეს დილას აქ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მოხდა“, – აღნიშნა  ქადაგიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები