РИА Новости – “ოპოზიცია აფხაზეთში ემზადება ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს დაუბრუნოს”

„აფხაზური ოპოზიცია რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად ემზადება“,- ამ სათაურით საავტორო სტატიას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.

ავტორი ირინა ალკსნისი წერს, რომ აფხაზური “ოპოზიცია” დარვინის სახელმწიფო-პოლიტიკური ჯილდოს მთავარი კანდიდატია.

„ერთი ციდა აფხაზეთი ორ სხვა ქვეყანას შორისაა მოქცეული. ერთია საქართველო – მას დამოუკიდებლობისთვის 30 წლის წინ ჰქონდა ომი და ის დღემდე ოცნებობს, ამ წართმეული ტერიტორიის დაბრუნებაზე. მეორე მეზობელი – რუსეთი – მთელი ამ წლების განმავლობაში სრულფასოვნად მფარველობს აფხაზეთს ყველა მიმართულებით. აფხაზეთის ერთადერთი კავშირი დანარჩენ სამყაროსთან რუსეთზე გადის. არის, რა თქმა უნდა, ზღვაც, მაგრამ რესპუბლიკისთვის, რომელიც თითქმის არავის მიერ არ არის აღიარებული, ეს არ არის ხელსაყრელი ვარიანტი“,- წერს ავტორი.

ალკსინი წერს, რომ მოსკოვი, ფაქტობრივად, ოკუპირებული აფხაზეთის არსებობის გარანტია, რადგან მას დამოუკიდებლად ფუნქციონირების რესურსი არ გააჩნია. 30 წელზე მეტია, რუსეთი დე ფაქტო რესპუბლიკას იცავს, ამარაგებს, აფინანსებს, მაგრამ აფხაზეთი სულ „ცალმხრივად პასუხობდა“ ამ ყველაფერს. ავტორი ირწმუნება, რომ ასეთი ვითარება მოსკოვს ყელში ამოუვიდა და აფხაზეთთან ურთიერთობები უფრო მოზომილი გახადა.

„აფხაზური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმება, როგორც სხვა ახალი ნაბიჯები, რესპუბლიკას სუვერენიტეტს დაუკარგავს და მას ძირფესვიანად შეისყიდიან რუსი ოლიგარქები. ამ არგუმენტების სიცრუის გარჩევას აზრი არ აქვს. საკმარისია იმის აღნიშვნაც, რომ სუვერენიტეტის ფასს ყოველთვის დამოუკიდებლად იხდი. მოკლედ, თუ აფხაზურ ოპოზიციას არ მოსწონს რუსეთის შეთავაზება, რესპუბლიკას საქართველო ხელგაშლილი ელის“,- წერს ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები