“რადიკალური ოპოზიცია იშტაზე მოდის და უკვე იმუქრებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მომხრეებს დახვდებიან და შავ საღებავს შეასხამენ” – ანჯაფარიძე

“ხელისუფლების და მისი მომხრეების დუმილის, პასიურობის თუ წაყრუების ფონზე, რადიკალური ოპოზიცია იშტაზე მოდის და უკვე იმუქრებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მომხრეებს დახვდებიან და შავ საღებავს შეასხამენ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“თუ ხელისუფლების ეს პასიურობა იმით არის ნაკარნახევი, რომ რადიკალურმა ბაბლმა ბოლომდე გამოაჩინოს მისი დესტრუქციული, არაევროპული სახე, კიდევ გასაგებია. თუმცა, ყველაფერს თავის გონივრული ზღვარი აქვს”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები