ბიძინა გიორგობიანი – ოპოზიციაზე: როდესაც ქალაქის პარალიზებით აპირებენ, რომ ხალხი გააბრაზონ, ამის იქით უკვე მარგინალობა ვეღარ წავა
“ისინი უკვე მარგინალები არიან. როდესაც ასეთ საქციელს ჩადიან, როდესაც ქალაქის პარალიზებით აპირებენ, რომ ხალხი გააბრაზონ და ჰგონიათ, რომ რატომღაც გაბრაზებული ამომრჩეველი მათ დაუჭერს მხარს, ვინც გააბრაზა, ამაზე იქით უკვე მარგინალობა ვეღარ წავა”, – ამის შესახებ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.
“ბრიუსელიდან და ჯერ კიდევ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციიდან იღებენ ისინი მითითებებს და ფაქტობრივად, სწორედ ამ მითითებებით არ მონაწილეობდნენ. ელოდნენ, არჩევნების ჩატარებას და შემდეგი ქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მათ რომ ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ, შესაძლოა, უფრო მეტი პროცენტი აეღოთ, ვიდრე დღეს აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანაყოფებს. თავად ისინი გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ამიტომ ჩვენი განსჯით, ისინი შევლენ თუ არ შევლენ, აბა მეტი რა გზა აქვთ?!“, – აღნიშნა გიორგობიანმა “დღის ქრონიკასთან” საუბრისას.