მედია: უკრაინასთან ომში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერის გამო, ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

ევროკავშირი ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკი პრავდა“ გერმანულ გაზეთზე, Frankfurter Allgemeine Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჯოზეფ ბორელმა წევრ სახელმწიფოებს რუსეთიდან ჩინეთში იარაღის გადაცემის შესახებ დაზვერვის შედეგები გააცნო.

როგორც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მტკიცებულებები დამაჯერებელი იყო.

კონკრეტულად რა ტიპის მტკიცებულებებზე საუბარი, ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.

„ახლა ჩვენ უნდა შევხედოთ ყველა ინსტრუმენტს“, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ევროკავშირს შეუძლია გააფართოოს სანქციების სია ჩინურ კომპანიებთან ბიზნესის კეთების, ასევე აქტივების ფლობისა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები