რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

FILE PHOTO: A view shows gas wells at Bovanenkovo gas field owned by Gazprom on the Arctic Yamal peninsula, Russia May 21, 2019. REUTERS/Maxim Shemetov

რუსული კომპანია Газпром-ი ავსტრიას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. ამის შესახებ მათ ავსტრიულ ნავთობკომპანიას, OMV-ს აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეჩერება ქვეყნის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან გაზის მიწოდება ავსტრიისთვის მოხდება გერმანიიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, OMV-სა და Газпром-ს შორის ურთიერთობის შეწყვეტა საბოლოოდ სახელშეკრულებო დავამ გამოიწვია.

ექსპერტების აზრით, გაზის მიწოდების შეჩერება გამოიწვევს ენერგეტიკულ კრიზისს ავსტრიაში, ამის პარალელურად კი ქვეყნის ეკონომიკა ისედაც რეცესიაშია ჩავარდნილი.

რუსეთის მიერ ავსტრიისთვის გაზის მიწოდების შეჩერების შემდეგ ევროკავშირში რუსული გაზის მსხვილ იმპორტიორებად მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები