ამირან სალუქვაძე ტრამპი – პუტინის შეხვედრაზე: „ტრამპი გაცილებით თავშეკავებული და სიტყვაძუნწი იყო“

ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სალუქვაძე ტრამპისა და პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებების დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.
„მოკლედ, სრულდება პრესკონფერენცია.
მოგახსენებთ შედეგებზე.
1. განიხილეს ის საკითხები, რომლებიც ამ ბლოგში აღვწერე: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2272186016132856&id=100000244408994
2. შედეგები, როგორც ჩანს, თითქმის ნულოვანია. რა მოლოდინებიც მქონდა ზემოთ მითითებულ ბლოგში. პუტინმა ორჯერ შეაქო ტრამპი თავის გამოსვლაში. მიზეზი გასაგებია, ცდილობს მოთაფლოს. ასევე ჰქონდა მცდელობა, წარმოეჩინა თავი, თითქოს გლობალური პოლიტიკის თანაბარი მოთამაშეა. ტრამპი გაცილებით თავშეკავებული და სიტყვაძუნწი იყო. მის სიტყვებში გამოჩნდა, რომ ნულოვანი ნიშნულიდან დაძვრა რთული იქნება.
ახლა მიმდინარეობს ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხი.
ჰო, ტრადიციულად 55 წთ ალოდინა.
P. S. როგორც აღმოჩნდა, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში ასობით ამერიკელი ბიზნესმენი მონაწილეობდა. საინტერესო სანქციებია“, –წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები