სოზარ სუბარი: ტყიბულის შახტი ადამიანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი გახდა

0

„ტყიბულის შახტი ადამიანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი გახდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა ტყიბულში განაცხადა.
სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში ჩავიდა.
„პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, შახტი დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება, არ გვეცოდინება, რომ უსაფრთხოა შახტში მუშაობა. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ვდგავართ ორი გამოწვევის წინაშე. აქ დასაქმებულია 1500 ადამიანია და მათ აქვთ სტაბილური ხელფასი, თუმცა ათობით ადამიანი იღუპება. მკაფიოა აქ ჩვენი პოზიცია, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შექმნას.
სოზარ სუბარის განცხადებით, შახტში დასაქმებულებს საწარმო ერთი თვის ხელფასს მისცემს, დანარჩენზე დაიწყება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.

კომენტარები

კომენტარი