პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ორი დღის განმავლობაში მოუსმენს

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ორი დღის განმავლობაში განიხილავს და დაამტკიცებს. პარლამენტის ბიუროს ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტი უკვე წარედგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დღეს გაიმართება მინისტრების მოსმენა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის, ასევე საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში. 14 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, სადაც მთავრობა ნდობის მისაღებად გავა.

ცნობისათვის, განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.

რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.

მთავრობის ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები