გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილისის განვითარების ფონდთან” დაკავშირებით გიგი უგულავასა და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებული გიგი უგულავაც ესწრება, რომელსაც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მხარეები პროცესზე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი. პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განაცხადებით, ბრალდების მხარე შესავალ სიტყვაში ისაუბრებს ფაქტებზე, რომელიც ამტკიცებს უგულავას და მასთან ერთად ბრალდებულების დანაშაულს. მისივე თქმით, “თბილისის განვითარების ფონდიდან” 50 მილიონამდე ლარის გაიფლანგა. გიგი უგულავასა და მასთან ერთად ბრალდებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ედებათ 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვაში. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა “თბილისის განვითარების ფონდიდან” წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისთვის ხელფასების დარიგების მიზნით გაიფლანგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები