რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნის მკვიდრი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მკვიდრი გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული 24 წლის გიორგი ქუჯოშვილია.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ერთი პირია დაკავებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ზემო არცევთან რუსმა სამხედროებმა სოფელ ახრისის მკვიდრი პაატა არაქელოვიც გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები