მამუკა ბახტაძე: მოკლე ვადაში აღვადგენთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე საცხოვრებელ სახლებს, გაიცემა კომპენსაციები

ჩვენ გავაკეთებთ სრულ კომპენსაციებს, მოკლე ვადაში აღვადგენთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე იმ საცხოვრებელ სახლებს, რომლებსაც ზიანი მიადგა, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერში სტიქიის შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი ინჟინრები იტყვიან, რომ რომელიმე სახლი სხვა ადგილას უნდა იქნას გადატანილი, ასეც მოხდება.
“საქართველოში არის ძალიან ბევრი მდინარე, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, მაგრამ ამავე დროს საჭიროა, რომ სწრაფი რეაგირების და ადრე შეტყობინებების სისტემები ყველგან გვქონდეს. 2019 წელს დავიწყებთ ამ პროგრამას და ორ წელიწადში დასრულდება. რთულია, სტიქიურ უბედურებას წინ აღუდგე, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფოკუსირებული პრევენციაზე. ჩვენ გავაკეთებთ სრულ კომპენსაციებს, მოკლე ვადაში აღვადგენთ როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე იმ საცხოვრებელ სახლებს, რომლებსაც ზიანი მიადგა. რასაკვირველია, თუ ინჟინრებმა თქვეს, რომ უმჯობესი იქნება რომელიმე სახლის გადატანა, ამასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები