პროკურატურის წარმომადგენლებს ხვალ ზაზა სარალიძე შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის წარმომადგენლებს ხვალ, 13:00 საათზე შეხვდება. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება იქნება.
საუბარი შეეხება მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემის საკითხსაც, რასაც სარალიძე ითხოვს.
პროკურატურის წარმომადგენლებს ზაზა სარალიძე მისი ოჯახის ადვოკატთან, ნესტან ლონდარიძესთან ერთად შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები