ფიქრია ჩიხრაძე: უმაღლესი თანამდებობის პირები პოსტებიდან ისე უცებ ქრებიან, რომ საზოგადოებას ღირსადაც არავინ თვლის, რამე აუხსნას

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომას ეხმაურება და პატარაძესა და მმართველ გუნდს, შესაბამისი ახსნა-განმარტებების გაკეთებისაკენ მოუწოდებს.
„რატომ შეიძლება წასულიყო პატარაძე, ამის თაობაზე ახსნა ჩვენ უნდა მოვისმინოთ, ან თავად ბატონი პატარაძისგან, ან მმართველი გუნდისგან და ეს ახსნა უნდა იყოს ძალიან მკაფიო.
ბოლო პერიოდში, ვხედავთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ქრებიან უცებ თანამდებობიდან ისე, რომ ქართულ საზოგადოებას ღირსადაც არავინ არ თვლის აუხსნას, არგუმენტაცია უთხრას, საქმის კურსში ჩააყენოს – რის გამო მიიღება ასეთი მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები.
ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება გადადგომის თაობაზე და მისი წასვლა. დღეს ჩვენ ვხედავთ აჭარის ლიდერის გადადგომას და წასვლას, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ და მთელ ქართულ საზოგადოებას არ მიუღია ნორმალური, ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არ არის მისაღები და გასაგები”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები