ნათია მეზვრიშვილი: მედიაში რა ინფორმაციაც გავრცელდა დევრიშაძის მილიონთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება
შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანიამ შს სამინისტროსგან, ტენდერებში გამარჯვების გზით მილიონობით ლარის მოგება ნახა, სიცრუეს უწოდებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დეტალებს არ ვიცნობ. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მედიაში რა ინფორმაციაც გავრცელდა მილიონთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება. შსს-მ ამასთან დაკავშირებით ოფოციალური განცხადება გუშინ გაავრცელა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.