„ბიოს“ შეძენა-შენახვისთვის რუსთავში ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი – 1987 წელს დაბადებული ნოდარ ო. და 1986 წელს დაბადებული გიგა მ. რუსთავში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. ბიო ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 26,78 გრ. ფსიქოაქტიური ნივთიერება. ნარკოლოგიური შემოწმებისას ორივე დაკავებული ე.წ. ბიოს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=V4jRgNq7-6o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები