ზაზა სარალიძე შსს-თან აქციას მართავს: აქ ვიჯდები, სანამ ჩემი შვილის მკვლელს არ დაიჭერენ!

ზაზა სარალიძემ შვილის მკვლელობის ფაქტზე კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს მ.კ-ს დაკავება მოსთხოვა.
როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა მას განუმარტა, რომ მ.კ-ს დაკავებისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
ზაზა სარალიძე, რომელიც ამ წუთებში შს სამინისტროს ეზოში საპროტესტო აქციას მარტო მართავს, ამბობს, რომ მ.კ-ს ხელს აფარებენ.
„კრიმინალური პოლიციის დირექტორს შევხვდი, რომელიც მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაიჭერენ კალანდიას.
მტკიცებულებები არსებობს უკვე და ხელის დაფარება უნდათ. დააფარონ, აქ ვიჯდები, სანამ არ დაიჭერენ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას გვერდშიო? – ვიდგები აქ! არანაირი პირობა არ მოუციათ, კიდევ იმას იძახიან, რომ დრო უნდათ. დრო გავიდა – უკვე შვიდი თვე. ხელს აფარებენ. მინისტთან შეხვედრას აზრი არ აქვს, მინისტრმა არ იყო რომ თქვა, 4 დეკემბერს, რომ ყველაფერს მოვრჩითო?! მინისტრი სახლში უნდა წავიდეს საერთოდ, არ არის გასაჩერებელი, მატყუარა, აფერისტია. საქმის თავიდან შეკერვა უნდათ, დროს წელავენ. სპეციალურად“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები