სალომე ზურაბიშვილი: კომისია არ მუშაობს სერიოზულად, ამდენ დროს ვხარჯავთ დებატებში, როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომისიის მთავრი მიზანდასახულობა ხორავას საქმის გარემოებების გამოძიება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება.
„მე ვეყრდნობი იმას, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ არაფრისთვის მზად. ეს კომისია არ მუშაობს სერიოზულად. დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად იურიდიულ, ნახევრად პოლიტიკურ დებატებში, როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული.
რამდენიმე დღეა, მე სულ ამას ვკითხულობ, როდის იქნებიან არასრულწლოვნები დაკითხული იმ ფსიქოლოგთან ერთად, რომელთანაც შევთანხმდით. ეს არის მთავარი, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა, ჩვენი საქმე. თუ გვინდა, რომ საქმე წარმოჩინდეს, ჩვენი სერიოზული ნამუშევრით. კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ გამოიძიოს და არა იმისთვის, რომ გაანალიზოს არსებული მასალები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი გამოძიებაა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები