“ჩვენ რომ გამოძიება გვინდა, ეგ დასტურდება ამ კომისიის შექმნის დღიდან, დღემდე”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ხელისუფლების მხრიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიების მიმართ, განსაკუთრბული ინტერესი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მან ოპონენტებს, რომლებიც საგამოძიებო კომისიაში იმყოფებიან, ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, კორექტულობისკენ მოუწოდა.
“გაიხსენეთ, ვისი გადაწყვეტილებით იყო შექმნილი საგამოძიებო კომისია, ჯერ ერთი ეგ არის თქვენი დასკვნები, რაც ილაპარაკეთ, ბატონო სერგი, მე გითხარით, რომ ამ საქმიდან, კონკრეტულ გარემოებებს გისახელებთ, რომ სასამართლოში საქმის წარმართვამდე, 2017 წლის 27 დეკემბერს ამ საქმიდან, მკვლელობის მთავარი საქმიდან, იყო გამოყოფილი ცალკე სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც მათ შორის, გ.მ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების საკითხზე, არის გამოძიება შემხებლობაში, – ერთი. მეორე, – როდესაც ბატონი ოთარი ამბობდა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა სასამართლოს გადაწყვეტილების დროს და შემდეგ, შესაბამისად იმ ღონისძიებების გატარება, რაზეც ჩვენი კოლეგა ბატონი ოთარი საუბრობდა, შესაძლებელი იყო მას შემდეგ და დღესაც მიმდინარეობს. შემდეგი, – გამოძიება არ გინდათო, რომ ბრძანებთ, ბატონო ოთარ, ელემენტარული ლოგიკა ხომ არსებობს თქვენი განცხადებების უკან, თუ გამოძიება არ სურს არჩილ თალაკვაძეს, ან რომელიმე წევრს უმრავლესობიდან, მაშინ ეს კომისია გაიხსენეთ, ვისი გადაწყვეტილებით იყო შექმნილი და მგონი, მე თქვენთან ერთად ვარ წევრი ამ კომისიის, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, რომ ცოტა კორექტული განცხადებები გააკეთოთ, როდესაც ჩემი საქმიანობის შეფასებას ეხებით კომისიაში. ჩვენ რომ გამოძიება გვინდა, ეგ დასტურდება ამ კომისიის შექმნის დღიდან დღემდე. რაც შეეხება ამ საკითხს, ამ საკითხზე ჩვენც დაინტერესებული ვართ, ბატონო თავმჯდომარე, რომ გაირკვეს ყველაფერი, მათ შორის, რა კითხვის ნიშნებიც გ.მ.-სთან დაკავშირებით რჩება, თუმცა, რაც ჩვენ გითხარით არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი რეკომენდაციების წარდგენა ამ შემთხვევაში რამდენად ცვლის იმ მოდუსს, რომელიც დღეს არსებობსთქო, ეს იყო ჩემი პოზიცია. თქვენ დასკვნები გააკეთეთ ჩემს მაგივრად, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასკვნებს აქ აკეთებს კომისია განხილვის შემდეგ და ბოლოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები