„ხოფადან წამოსული ჩატაევის ერთ-ერთი ზარის ადრესატი თემირლან მაჩალიკაშვილი იყო“

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკის“ მიერ, რამდენიმე დღის წინ გახმაურებული საქმის საგამოძიებო მასალებით ირკვევა, ვისთან დარეკა ხოფადან წამოსულმა ახმედ ჩატაევმა თურქე თ-საქართველოს საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთის შემდეგ, სოფელ კირნათიდან.
ერთ-ერთი ზარის ადრესატი თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საგამოძიებო მასალების მიხედვით, 20-ით დასრულებული ნომერი ჩატაევს ეკუთვნოდა, 29-ით მაჩალიკაშვილს, რომლის ნომერზეც 2017 წლის 28 ოქტომბერს ჩატაევის სამი ზარი ფიქსირდება.
მედიკო (აიზა) მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: „ორი ნომერი ჰქონდა. ერთი ბალი და მეორე კორპორაციული. 29 -ით არცერთი ნომერი მთავრდებოდა.“20-ით დასრულებული „ჯეოსელის“ ნომერი რომ ახმედ ჩატაევს ეკუთვნოდა, ამას ამყარებს ზურაბ გორნაკაშვილის დაკითხვის ოქმი. 26 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში გორნაკაშვილმა გაიხსენა, რომ ხოფაში ახმედ ჩატაევს პირადად გადასცა გამჭვირვალე პარკი, რომელშიც ორი სიმბარათი იდო – ერთი-ერთი ნომერი კი, ნამდვილად 20-ით სრულდებოდა.
გორნაკაშვილის ეს ჩვენება არადამაჯერებელია მაჩალიკაშვილების ადვოკატისთვი
ს. მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ 20-ით დასრულებული ნომერი ჩატაევის დაჯგუფების წევრებს, ეროვნებით ჩეჩენ ბიჭებს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, ადვოკატი იმას მიანიშნებს, რომ შოიაფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი მაჩალიკაშვილს იცნობდნენ და მათ პანკისელ ახალგაზრდასთან დარეკვა შეეძლოთ. სოლტახმადოვი და ბორზიევი ის პირები არიან, რომლებიც ჩატაევთან ერთად ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ბინაში იმყოფებოდნენ.
მარიამ კუბლაშვილი, ადვოკატი: „დაუდგენელია, გაურკვეველია, არავინ იცის უშუალოდ ახმედ ჩატაევს რა ნომერი ჰქონდა, მაგრამ იციან რა ნომერი ჰქონდათ ჩეჩენი ეროვნების ბიჭებს, რომელიც საქართველოში ორი წელი იყვნენ. ის ნომერი, ბოლოში 20-ით რომ მთავრდება. ათქმევინეს ცრუ მოწმეს გორნაკაშვილს, რომელმაც 7-ჯერ შეცვალა ჩვენება.“
ირაკლი ბენია, ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატი: „7-ჯერ არ დაკითხულა და როგორ შეცვლიდა? არ შეუცვლია ჩვენება. არ ვიცი ვინ რას ამბობს, მაგრამ შემიძლიადაგიდასტუროთ, რომ მას ჩვენებები არ შეუცვლია!“

ტერორიზმში ბრალდებულების ტელეფონზე ამერიკელი ექსპერტების კვლევას და დასკვნას არ ენდობა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლანის მამა: „ჩემს შვილს რუსულად საუბარი არ შეუძლია. მეორე ჩეჩნურად წერა არ შეუძლია. ვიღაც-ვიღაც ბავშვს ენდობოდა ამ დონის ტერორისტი, მეომარი, მებრძოლი ადამიანი? დარეკავდა ის თემირლანთან? არ არის ეს სასაცილო და სამარცხვინო?“

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი: „ყველა ვყოფილვართ ახალგაზრდა და ხშირ შემთხვევაში, ამ ასაკში, მშობლებმა რასაც მათი შვილი სჩადის, არ იციან. რასაც ახლა მე ვიტყვი, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი იყო, მაგრამ მან რომ იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, ეს ჩემთვის უტყუარია.“

ბოლო დღეებში გავრცელებული საგამოძიებო მასალები მამუკა არეშიძეს უმყარებს ეჭვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს კონკრეტული პირები ენდობოდნენ და მას დავალებების შემსრულებლადაც განიხილავდნენ.

მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი: „რატომ არ დაურეკეს მალხაზს? ანუ მალხაზი ასაკითაც, გავლენითაც, გვარის წარმომავლობითაც ბევრად უფრო წონიანი იყო, ვიდრე თემირლანი, ე.ი. რაღაცაში იყო საქმე. ეს რაღაცა, მხოლოდ შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის ერთი რამის მანიშნებელი, რომ გარკვეულ ნდობას იწვევდა მავანში, ეს მავანი ვინაა, მე არ ვიცი. თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე. შეიძლება გარკვეულ ეტაპზე არ სცოდნოდა, რომ მაინც და მაინც ჩატაევთან აქვს საქმე, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის ჩატაევის აქ ყოფნის ამბავი ცნობილი იყო და ისიც, რომ იმ სახლში ჩატაევი ცხოვრობდა“.

წყარო: „იმედის კვირა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები