„მე უნდა ავიფეთქო თავი ქალაქში“ –რას სწერდა თემირლან მაჩალიკაშვილი უცნობ პირს (ვიდეო)

ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის კვირა“ იმ სკანდალურ ესემესმიმოწერებს ასაჯაროები, რომლის ავტორიც ტელეკომპანიის ცნობით, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილია. წაშლილი მოკლეტექსტური შეტყობინებების აღდგენა ამერიკელი ექსპერტების დახმარებით მოხერხდა.
როგორც გადაცემიდან ირკვევა, მაჩალიკაშვილის პირადი ტელეფონიდან სკანდალური შინაარსის ესემესები პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე ორი დღით ადრეა გაგზავნილი. ადრესატის ვინაობა უცნობია. „კვირის ქრონიკა“ იმ წაშლილი მოკლეტექსტური შეტყობინების ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელიც ამერიკაში ჩატარებული სამართლებრივი ექსპერტიზისას თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. სწორედ იმ iPhone–დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა.
მოკლეტექსტური შეტყობინებები Whatsapp-აპლიკაციითაა გაგზავნილი ნომრიდან, რომლის ბოლო სამი ციფრი 800– ია. „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებული ჩანაწერები საგამოძიებო მასალებია. მიმოწერა ჩეჩნურად ლათინური ასოებითაა.
თემირლან მაჩალიკაშვილი: იცი რა არის ისტიშხადი?
უცნობი ადრესატი: მე რა ვიცი
მაჩალიკაშვილი: თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას, ვინც აფეთქებით შედის ის არის ისიტიშხადის გამკეთებელი. ის შედის რომ ააფეთქოს ქრისტიანები.
ადრესატი: ხოო, გავიგე
მაჩალიკაშვილი: და მას ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში
ადრესატი: ჰოო
მაჩალიკაშვილი: და ზუსტად ასე, მე უნდა ავიფეთქო თავი
მაჩალიკაშვილი: ქალაქში მეტრო „სადგურის მოედნის“ გაჩერების შიგნით
ადრესატი: კარგი რა, საკმარისია
მაჩალიკაშვილი: თუ ადამიანს აქვს რწმენა მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის
ადრესატი: ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი
მაჩალიკაშვილი: ის ვინ ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით, მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი ..
ვის უმხელდა თემირლან მაჩალიკაშვილი მეტროსადგურის მოედანზე თავის აფეთქების სურვილს, უცნობია, მისი ტელეფონის ნომერი დაშიფრულია.
კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე სიტყვა “ისტიშხადის“ მნიშვნელობას განმარტავს და ამბობს, რომ ის არაბული სიტყვაა, მომდინარეობს ფუძიდან „შაჰად რაც“ ნიშნავს დამოწმებას ან თავგანწირვას, შაჰიდად გახდომას. ასევე ხშირად მოიხსენიებენ მოწამეობრივ ოპერაციად, ანუ მათ როგორც მოწამეებს ისე აღიქვამენ. ეს სიტყვა გამოიყენება როგორც თვითმკვლელის მონაწილეობით ჩატარებული სამხედრო თუ ტერორისტული ოპერაციები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები