ქეთევან ციხელაშვილი: ვითხოვთ, შაბათ-კვირის გამო არ შეყოვნდეს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ბავშვის გათავისუფლება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა რუსი სამხედროების მიერ დაკავებული, სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე დროულად გათავისუფლდეს.
მთავარი მოთხოვნაა, შაბათ-კვირის გამო არ შეყოვნდეს რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ბავშვის გათავისუფლება.

„ვესაუბრე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას და ისინი არიან ხაზზე, რათა ბავშვი დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული.

ნებისმიერი ასეთი ქმედება არის უკანონო, მით უმეტეს, როდესაც აკავებენ არასრულწლოვანს. ჩვენი მოთხოვნაა, იმ ე.წ. მიზეზით თუ საბაბით, რომ არის შაბათ-კვირა და ე.წ. პროცედურებს ვერ გამართავენ, ეს არ გახდეს იმის მიზეზი, რომ შეყოვნდეს ბავშვის გათავისუფლება.

კიდევ იქნება გააქტიურებული ცოტა ხანში ცხელი ხაზი, რათა დაკავებული მალე გათავისუფლდეს. საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია ჩართული. როგორც გითხარით, მეც მქონდა საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა არასრულწლოვანი იყოს გათავისუფლებული დროულად“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღეს რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები