ვალერი გელაშვილის პირველი კომენტარი მისი ცემის საქმეზე, სააკაშვილის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით

ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი, მისი ცემის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც გელაშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ის ნაწილობრივ კმაყოფილია განაჩენით.
გელაშვილი თვლის, რომ სააკაშვილისთვის 6 წელზე მეტი უნდა მიესაჯათ.
„6 წელიწადი ცხადია ცოტაა, უფრო მეტი ეკუთვნოდა, მაგრამ ფაქტი, რომ განაჩენი დადგა და მიესაჯა სასჯელი, – ამით უკვე კმაყოფილი ვარ. ამასთან, გარკვეული პერიოდით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა. თუმცა, მეორე მხარეა აღსრულება ანუ თუ შეძლებენ რეალურად მის დაკავებას“, – განუცხადა „კვირას“ ვალერი გელაშვილმა.
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.
მიხეილ სააკაშვილს, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ბრალი 2014 წელს წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები