გიორგი მიქაუტაძე არასამთავრობოების ანგარიშზე: საკითხები შეფასებულია ცალმხრივად და ტენდენციურად

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსა“ და საია-ს მიერ წარმოდგენილ საბჭოს 2017 საქმიანობის ანგარიშს ცალმხრივსა და ტენდენციურს უწოდებს.

„წარმოდგენილ ანგარიშში საკითხები შეფასებულია ცალმხრივად და ტენდენციურად. არის მოყვანილი ერთეული საგამონაკლისო შემთხვევები და არის ამ შემთხვევების განზოგადება. თუმცა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ყოველი ასეთი ანგარიში. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცანით, წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციები და არის რიგი საკითხები, რასაც აუცილებლად გავიზიარებთ და შევეცდებით, ამ მიმართულებით გაუმჯობესდეს საბჭოს საქმიანობა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება საბჭოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, გიორგი მიქაუტაძე ფიქრობს, რომ დღეს საბჭო მაქსიმალურად გამჭვირვალეა.

საბჭოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მოამზადეს, ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრაქტიკაში სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის სათანადო განხორციელება ვერ უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები