ზაზა ხუციშვილი: კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ პარკირებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა

“კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა, როცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის საპარკინგე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიწისქვეშა პარკირების სივრცის მოწყობა სოლიდური თანხების გრძელვადიან ინვესტიციას ითვალისწინებს, რაც ამ ეტაპზე კერძო ბიზნესისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.

“როგორც ცნობილი გახდა, თბილისის მერიის მიერ გამოხატულ ინტერესს, მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მოწყობის შესახებ, რაც შესაბამისი ტერიტორიის 1 ლარად გადაცემას ითვალისწინებდა, არცერთი კომპანია არ გამოეხმაურა.

მიწისქვეშა პარკირების სივრცის მოწყობა სოლიდური თანხების გრძელვადიან ინვესტიციას ითვალისწინებს, რაც ამ ეტაპზე კერძო ბიზნესისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ოპოზიციამ ცრუ განგაში ატეხა და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა, როცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის საპარკინგე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდა. მათი მიზანი არა ქალაქის “დაცვა” არამედ ივანიშვილის მიმართ საზოგადოების უარყოფითად განწყობა იყო, რასაც ვერ მიაღწიეს. ცხადია, რომ ასეთი პროექტების განხორციელებაში პოტენციურ ინვესტორებს ქალაქის ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიწისქვეშა ავტოსადგომებთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე განაცხადი არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები